Friday, July 22, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

  მიმდინარე  მოდული დამეხმარა, პორტფოლიოს საქაღალდეში მომეთავსებია პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და ბუკლეტის შეფასების რუბრიკა.სავარჯიშო პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე.

სავარჯიშო პორტფოლიო

დააჭირეთ აქ  და დაათვალიერეთ ჩემი პროექტის სავარჯიშო პორტფოლიო

Thursday, July 21, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა შეფასების სტრატეგიები ამ აქტივობაში მოვახდენთ რეფლექსიას გაკვეთილზე გამოყენებულ შეფასების ტიპებზე.  

მეხუთე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები.  თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. 

მეოთხე დღის რეფლექსია

 ამ მოდულმა დამაფიქრა რაოდენ მნიშვნელოვანია საავტორო  უფლებების დაცვა პროექტის შექმნის  დროს.მართალია, მასწავლებლებს და მოსწავლეებს შეუძლიათ საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენება თავიანთ საგანმანათლებლო პროექტებში, მაგრამ მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვა გარკვეულ ცოდნას საჭიროებს.

Friday, July 15, 2016

მესამე მოდულის რეფლექსია

დღევანდელ მოდულში განვიხილეთ საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენება. მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვა გარკვეულ ცოდნას საჭიროებს. 

მეორე მოდულის რეფლექსია

  დღეს გავიარეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას

. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები აკავშირებს სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას, სხვადასხვა თემის შეთავაზებით, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. .

Thursday, July 7, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

  ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით  დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო  ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში
   ტექნოლოგიის  ღრმა  ფლობით შევძლებ მოსწავლეთა დაინტერესებას ,შემოქმედებითი უნარების გამოვლენას და მათ წახალისებას, მოსწავლეთა  მეტ ჩართულობას სასწავლო პროცესში.